Tuesday, May 5, 2009

"ჩემი კლასის ცისარტყელა"

განიხილეთ ბავშვებთან ერთად სიტყვა “ტოლერანტობა”-ს მნიშვნელობა. შემდეგ კითხეთ როგორ ფიქრობენ, რით არიან უნიკალურები - რა გააჩნიათ ისეთი რაც მათ სხვებისგან გამოარჩევს. შესთავაზეთ ფურცელზე დაწერონ თავისი უნიკალური თვისების შესახებ და დახატონ შესაბამისი ნახატი.



შემდეგ განიხილეთ ცისარტყელა- მისი შვიდი ფერი, რომელთაგან თითოეული თავისთავად ლამაზია და ყველა ერთად ულამაზეს ცისარტყელას შეადგენს. შეადარეთ ცისარტყელა ჩვენს კლასს - ვიღაცას ხატვა უყვარს, ვიღაცას ჭადრაკის თამაში, ვიღაცას ყველაზე უკეთესად გემრიელი სადილების მზადება ეხერხება და ა. შ.
ცისარტყელა ცაზე მხოლოდ ხელშემწყობი პირობების არსებობის შემთხვევაში ჩნდება : წვიმა, მზე, სინათლის სხივის გარდატეხის კუთხე... თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ისევე, როგორც 7 ფერი ცისარტყელისათვის და ჩვენი კლასიც მეგობრული მხოლოდ მაშინ ხდება, როცა თვითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია რაღაც ისეთი, რაც შეგვიძლია ერთმანეთს შევთავაზოთ და გავუზიაროთ.
ბოლოს ბავშვები ამზადებენ პოსტერს “ჩემი კლასის ცისარტყელა”. პოსტერის ერთი ნახევარი 7 ფერისგან შემდგარი ცისარტყელაა, მეორე ნახევარი კი ჩვენი კლასის ბაშვების განსხვავებული თვისებებისგან შემდგარი ცისარტყელა. ბავშვები თითონ ჩაწერენ თითო სიტყვით თავის ერთ თვისებას და დახატავენ შესაბამის ნახატს.

ჩვენი შემოქმედება

ტოლერანტობა ტოლერანტობა elenkhachidze